• April

    23

    2020
  • 19
  • 0
“ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია” – რჩევები სპეციალისტისგან

“ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია” – რჩევები სპეციალისტისგან

სტატიის წყარო www.ambebi.ge
"ეპილაციას ზაფხულში ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში, რეალურად პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია" - რჩევები სპეციალისტისგან

ალექ­სან­დრი­ტი თუ დი­ო­დი? იქ­ნებ სამ­სხი­ვი­ა­ნი ან ელექტრო ეპი­ლა­ცია? რა გან­სხვა­ვე­ბაა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტი­პებს შო­რის და რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი? – ამ კი­თხვე­ბით კლი­ნი­კა „მედი პრი­ვეს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ლიკა ჩახ­ვაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

– რა პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია?

– ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტიპი ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს. მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვე­ბის სიგ­რძე. ეპი­ლა­ცი­ის შე­დე­გად, კა­პი­ლა­რი, რო­მე­ლიც თმის ფო­ლი­კულს სის­ხლით ამა­რა­გებს ანუ კვე­ბავს, უნდა გაქ­რეს. კა­პი­ლარს აქვს გარ­კვე­უ­ლი ფერი იმი­ტომ, რომ მას­ში სის­ხლი გა­დის. ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვი სწო­რედ ამ ფე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით პო­უ­ლობს კა­პი­ლარს, ახუ­რებს მას და შე­დე­გად კა­პი­ლა­რი გა­ნიც­დის ინ­ვო­ლუ­ცი­ას ანუ მოკ­ვდი­ნე­ბას. ის ფიბ­როზ­დე­ბა და აღარ არის აქ­ტი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ფო­ლი­კულ­საც უწყდე­ბა კვე­ბა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ფო­ლი­კუ­ლი აღიდ­გენს სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას, მაგ­რამ ის აღარ არის წი­ნან­დე­ლი­ვით ძლი­ე­რი. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ფო­ლი­კუ­ლი უფრო სუს­ტდე­ბა და აღ­დგე­ნის უნარს კარ­გავს.

ცუდ და სუსტ აპა­რა­ტებს ახა­სი­ა­თებს, რომ მისი სხი­ვი საკ­მა­რი­სად ვერ აცხე­ლებს ფო­ლი­კუ­ლის ძირს და კა­პი­ლარს და მოკ­ვდი­ნე­ბის ნაც­ვლად ახ­დენს მის და­ზი­ა­ნე­ბას. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფო­ლი­კუ­ლი კი ორ­მა­გი ძა­ლით იწყებს რე­გე­ნე­რა­ცი­ას და უფრო მეტი თმა ამო­დის.

– თუ სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, რა გან­ხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? რით გან­სხვავ­დე­ბა დი­ო­დი ალექ­სან­დრი­ტი­სა და ია­გის­გან?

– მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვის სიგ­რძე. სხვა­დას­ხვა სიგ­რძის სხი­ვი სხვა­დას­ხვა ტი­პის, შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზეა ეფექ­ტუ­რი. სხი­ვებს შო­რის სხვა­ო­ბას ეფექ­ტის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ია­გის სხი­ვი არის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და მისი სიგ­რძე 1060-1064 ნა­ნო­მეტ­რია. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე. დი­ო­დი არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი და სა­შუ­ა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ალექ­სან­დრი­ტის სხი­ვი კი 705 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძი­საა და მას გან­სა­კუთ­რე­ბით ღია შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ის უფრო ეფექ­ტუ­რია რო­დე­საც ღია კანი და მუქი ფე­რის თმას­თან გვაქვს საქ­მე.

რო­დე­საც კლი­ნი­კა­ში ვარ­ჩევ­დით აპა­რატს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, თუ რო­მე­ლი ტი­პის კანი და რო­გო­რი თმა არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩვენს რა­სა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად მე-3-4 ტი­პის კანი გვხვდე­ბა, სა­დაც კა­ნი­ცა და თმაც ცოტა მუ­ქია. დიდი კონ­ტრას­ტე­ბი კან­სა და თმას შო­რის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ოქ­როს სტან­დარ­ტი არის დი­ო­დი, რო­მელ­საც აქვს შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი.

სწო­რედ შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ კანი არ და­იწ­ვას. რაც უფრო მოკ­ლეა ტალ­ღა, მით მე­ტია შან­სი იმი­სა, რომ მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კანი და­იწ­ვას. თუ მუქ კან­ზე ალექ­სან­დრიტს გა­ვა­კე­თებთ, მისი მოკ­ლე სხი­ვი ვერ მო­ა­ხერ­ხებს, რომ ჩას­ცდეს მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის დო­ნეს და ზუს­ტად იმ შრე­ში იმუ­შა­ვებს, სა­დაც მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი არის აქ­ტი­უ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი. შე­დე­გად კი მი­ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას.

დამ­წვრო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ჩვენ გვჭირ­დე­ბა სხი­ვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩას­ცდე­ბა მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის შრეს. სწო­რედ ამი­ტომ არის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რით ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას. ლა­ზე­რის ეს ტიპი მა­სი­უ­რად ჩვე­ნი რა­სის­თვის არ არის გათ­ვლი­ლი.

– რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი დი­ო­დუ­რი სხი­ვია. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის დი­ო­დურ აპა­რა­ტებს შო­რის არის სხვა­ო­ბა? ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი დი­ო­დი რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ?

– დიახ, დი­ო­დებს შო­რი­საც არის სხვა­ო­ბა. ეს არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი. 805 ნა­ნო­მეტ­რი­ა­ნი დი­ო­დუ­რი სხი­ვი კომ­პა­ნია Lumenis-მა შექ­მნა და და­ა­პა­ტენ­ტა ტექ­ნო­ლო­გია Lumenis lightsheer. ამ ტი­პის და ამ სიგ­რძის დი­ო­დუ­რი სხი­ვი დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად ით­ვლე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვი­მუ­შა­ვია რო­გორც ამ, ისე სხვა დი­ო­დუ­რი აპა­რა­ტე­ბით და გან­სხვა­ვე­ბა მარ­თლაც შე­სამ­ჩნე­ვია.

ზო­გა­დად, ეს არის მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა შექ­მნა და გა­მო­ი­ყე­ნა ლა­ზე­რი სა­მე­დი­ცი­ნო და ეს­თე­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია. უსაფრ­თხო­ე­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად აქვთ და­ცუ­ლი.მისი უპი­რა­ტე­სო­ბა კვლე­ვე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი.

Lumenis-ის ბოლო თა­ო­ბის აპა­რა­ტი კი კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია. მისი სხი­ვი გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რი­საა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უფრო ეფექ­ტუ­რიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეს არის ვა­კუ­უმ ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც კანზ და­ზი­ა­ნე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს.

– ეპი­ლა­ცი­ის ტი­პის სწო­რად შერ­ჩე­ვის გარ­და, რა ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა?

– სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მათი ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისეთ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: სქე­სი, ასა­კი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, წე­ლი­წა­დის დრო და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ეპი­ლა­ცი­ას ზა­ფხულ­ში უფრო ხში­რად იკე­თე­ბენ, ვიდ­რე ზამ­თარ­ში. რე­ა­ლუ­რად კი პრო­ცე­დუ­რა სი­ცი­ვე­ში უფრო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე სი­ცხე­ში.

როცა ეპი­ლა­ცია კარ­გი აპა­რა­ტით კეთ­დე­ბა, სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად 5-10 პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო. ზო­გა­დად, ერთი პრო­ცე­დუ­რის დროს ფო­ლე­კუ­ლე­ბის 10-20% არის აქ­ტი­უ­რი და სწო­რედ ეს ნა­წი­ლი გა­ნიც­დის სხი­ვის ზე­მოქ­მე­დე­ბას. აქ­ტი­უ­რი ფო­ლე­კუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას კი წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გათ­ვლის. სწო­რედ ამი­ტომ ით­ვლე­ბა, რომ 5-10 პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო.

თუ 2-3 პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლი არ არის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან ან რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია და დად­გე­ნა რამე სა­ხის ჰორ­მო­ნა­ლურ პრობ­ლე­მას­თან ხომ არ გვაქვს საქ­მე. წე­ლი­წად­ში ერთხელ კი შე­მა­რა­ჩუ­ნე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო.

LEAVE A COMMENT

You comment will be published within 24 hours.

Cancel reply

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

Categories

Archives

© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!