AcuPulseÔ

MultiModeÔ SuperPulseÔ CO2 ლაზერი

მძლავრი. უნივერსალური. მარტივი.

AcuPulseÔ წარმოადგენს სრულფასოვან სამუშაო სადგურს აბლაციური აღდგენისთვის, რომელიც მოიცავს უმაღლეს ტექნოლოგიებს ყველა ესთეტიკური პროცედურისთვის.

SuperPulseTM  ტექნოლოგია

  • ოპტიმალური აბლაცია/კოაგულაციის თანაფარდობა
  • დამუშავების სასურველი სიღრმე ერთი იმპულსით

უმოკლესი იმპულსი

  • პაციენტის მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის
  • გვერდითი ეფექტების ნაკლები შანსი

 

მკურნალობის 10 რეჟიმი

  • მაქსიმალური უნივერსალობა მხოლოდ ორი სკანერით
  • პარამეტრების სრული კონტროლი მოწინავე მომხმარებლისთვის

ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი

  • მარტივი კონფიგურაცია და სწრაფი მკურნალობა
  • წინასწარგანსაზღვრული სამომხმარებლო პარამეტრები ერთი დაწკაპუნებით მკურნალობის დასაწყებად

 

მკურნალობის 10 რეჟიმი მაქსიმალური უნივერსალობისთვის

AcuScan120Ô ფრაქციული სკანერი

 

  • SuperficialÔ

მზისგან გამოწვეული ზომიერი დაზიანებისთვის, წვრილი ნაოჭებისთვის, არათანაბარი ტექსტურისთვის, დისჰრომიისთვის, აქტინიკური კერატოზისა და სხვ.

  • DeepÔ

მზისგან გამოწვეული ღრმა დაზიანებისთვის, ღრმა ნაოჭებისთვის, აკნეს ნაწიბურებისთვის, არათანაბარი ტექსტურისთვის, დისქრომიისთვის და სხვა.

  • ComboÔ

მზისგან მიღებული ღრმა და ზედაპირული დაზიანებისთვის, აკნეს ნაწიბურებისთვის, ნაოჭებისა და სხვ.

  • StretchTouchÔ

დანაოჭებული კანისა და ტექსტურული დარღვევებისთვის.

SurgiTouchÔ მოწინავე სკანერი

260 მმ, 200 მმ და 125 მმ თავაკები SurgiTouchÔ–ისთვის

  • FeatherTouchÔ

უფრო რბილი, ერთიანი სკანირების პროცედურისთვის.

  • SilkTouchÔ

უფრო ძლიერი, ორმაგი სკანირების პროცედურისთვის.

  • FineTouchÔ

სხვადასხვა სიღრმეში არარეგულარული პიგმენტური დაზიანებების ზუსტი აბლაციისთვის.

  • ToeTouchÔ

ფეხის გავრცელებული დაავადებებისათვის, როგორიცაა ფეხის სოკო, პლანტარული მეჭეჭები და შეზრდილი ფრჩხილები

  • PaintÔ

მცირე ზომის არეების კონტროლირებადი, უწყვეტი გაპრიალება

125 მმ თავაკი გაკვეთისთვის

 

  • BlephÔ

ზუსტი, სუფთა გაკვეთისთვის მინიმალური სისხლდენით.

უნიკალური ტექნოლოგია SuperPulseÔ

და უწყვეტი ტალღის მოწინავე შესაძლებლობების სრული სპექტრი

SuperPulseÔ

  • მაღალი პიკური სიმძლავრე
  • სიღრმისეული მოქმედება
  • ვიწრო, კონტროლირებადი თერმული ზონა

AcuPulseÔ DeepÔ რეჟიმი

  • გასროლის არის ზომა: 120 მკმ
  • ენერგია: 20 მჯ
  • სიმკვრივე: 15%
  • შეღწევადობის სიღრმე: 700 მკმ

1 მმ-მდე ერთი იმპულსი

უწყვეტი ტალღა

  • დაბალი პიკური სიმძლავრე
  • ზედაპირული მოქმედება
  • ფართო თერმული ზონა

AcuPulseÔ SuperficialÔ რეჟიმი

  • გასროლის არის ზომა: 1,3 მკმ
  • ენერგია: 170 მჯ
  • სიმკვრივე: 60%
  • შეღწევადობის სიღრმე: 120-200 მკმ

ოპტიმალური აბლაცია/კოაგულაციის მაჩვენებელი

როდესაც აბლაციის სიღრმე თანაბარია, მეტი ენერგია ნიშნავს უფრო მეტ ჭარბ სითბოს ქსოვილში. SuperPulseÔ   ტექნოლოგია მინიმალური ენერგიით უფრო ღრმა შეღწევის საშუალებას იძლევა, რაც ამცირებს პაციენტის დისკომფორტს, დროის დაკარგვასა და გვერდითი ეფექტების რისკს.

AcuPulseÔ  ასევე უზრუნველყოფს უფრო მოკლე იმპულსებს,  რაც კიდევ უფრო ზრდის პაციენტის უსაფრთხოებას

სანდო გზა საუკეთესო შედეგებისკენ

FemTouchÔ AcuPulseÔზე

 

რევოლუციური საშუალება ქალთა ჯანმრთელობისთვის

საუკეთესო ცხოვრებისეული მოგზაურობისთვის

ბუნება, მშობიარობა, თავად მოგზაურობა – ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს პაციენტებზე იქ, სადაც ისინი ყველაზე მგრძნობიარენი არიან.

FemTouch არის ინოვაციური, არაინვაზიური ლაზერული მკურნალობა. იგი წყვეტს პრობლემების ფართო სპექტრს და აახლებს ქალურობის არსებით ნაწილს.

FemTouch აღადგენს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ თავდაჯერებულობასაც.

თქვენს პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ წინსვლა, იცხოვრონ .

FemTouch არსებობის თავისუფლება.

ახალი მომავალი პაციენტებისთვის ა თქვენთვის

FemTouch არის ამბულატორიული, არაინვაზიური და არაჰორმონალური მკურნალობა ვაგინალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, პაციენტის თავდაჯერებულობისა და კეთილდღეობის აღსადგენად.

FemTouch დაგაყენებთ ქალთა ჯანმრთელობის ტექნოლოგიების მოწინავე ხაზზე, თქვენი სამკურნალო პრაქტიკის შეთავაზებების გაფართოების გზით.

ქალების დაახლოებით 80% მენოპაუზის შემდეგ განიცდის ვაგინალურ ატროფიას

ქალების დაახლოებით 50% განიცდის სტრესს შარდის შეუკავებლობის გამო

 

„მოხარული ვარ, რომ ჩემ პრაქტიკას FemTouch™ მკურნალობა დაემატა, რადგან ამ კომფორტულმა და მარტივმა პროცედურამ აჩვენა ჩემი პაციენტების კმაყოფილების მაღალი დონე. ამ ტექნოლოგიას კარგ კლინიკურ შედეგებამდე მივყავართ”.

დოქტორი მასიმილიანო მარზიალი, GYN, რომი, იტალია

 

 

როგორ მუშაობს FemTouch?

FemTouch წყვეტს ვაგინალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საშოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის კორექციის უზრუნველყოფით.

ფრაქციული CO2 ლაზერი მოქმედებს საშოს კედლის გასწვრივ, რის შედეგადაც ხორციელდება საშოს კონტურის რბილად კონტროლირებადი აბლაცია და კოაგულაცია.

ხანგრძლივი შედეგი

ვაგინალური ჯანმრთელობის ინდექსის ქულა (VHIS)

* სკოტ ევან ედერი, მ. ფრაქციული CO2 ლაზერული მკურნალობის ადრეული ეფექტი ვაგინალური ატროფიის მქონე პოსტ-მენოპაუზის ქალებში. ლაზერული თერაპია 27.1: 41-47, 2018 წ

მნიშვნელოვანი გაუმჯობესება VHIS-ში.

მკურნალობის პირველივე სეანსიდან დაფიქსირდა ცვლილება, გაუმჯობესება გაგრძელდა მკურნალობის მთელი სერიის განმავლობაში. შედეგები დადასტურებულია 6 თვის განმავლობაში.

 

მკურნალობის სარგებელი თქვენი პაციენტისთვის. თქვენი კლინიკისთვის.

  • სწრაფი. პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.
  • ეფექტური. შესამჩნევი შედეგები პირველივე მკურნალობის შემდეგ
  • მარტივი. არ საჭიროებს ანესთეზიას და არც სპეციალურ შემდგომ მკურნალობას
  • სიზუსტე. აბლაციისა და კოაგულაციის სიღრმის სრული კონტროლი

 

თქვენი პაციენტის მოთხოვნილებებზე მორგებული საშუალება

  • Fine vs Standard

ერთჯერადი Standard თავაკი მოუხდება პაციენტთა უმრავლესობას. მისი ზომის წყალობით, საშოს კედელი იჭიმება ოპტიმალური სკანირების უზრუნველსაყოფად. Fine თავაკი შესაფერისია მაღალი დისკომფორტის მქონე პაციენტებისთვის ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული ზომის გამოყენება შეუძლებელია.

 

  • Focus vs Panoramic

ერთჯერადი Focus თავაკი საშუალებას აძლევს ექიმს ლაზერული ენერგია შერჩევითი გზით მიაწოდოს ვაგინალურ კედლებს, ხოლო Panoramic თავაკი უფრო სწრაფი 360° მკურნალობის განხორციელების საშუალებას იძლევა.

 

უპირატესობები

  • დროის დაზოგვა. თავაკის დასუფთავება და სტერილიზაცია არ არის საჭირო
  • გაზრდილი მოცულობა თანმიმდევრული პროცედურებით
  • თავაკების ინდივიდუალური შერჩევა პაციენტის საჭიროებების შესაბამისად

 

თქვენი მოგზაურობა Lumenis-თან ერთად ახლახან დაიწყო

ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ბიზნესი ვითარდებოდეს FemTouch-თან ერთად. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც იწყება პირველი საუბრით და დარჩება თქვენთან ერთად, როდესაც თქვენი ბიზნესი მომგებიანი გახდება. ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის ყველა საჭირო ტრენინგის ჩატარებასა და ყველაზე თანამედროვე კლინიკური მასალების მიღებას.

  • Lumenis ინტერნეტში

მომხმარებლებს უამრავი კითხვა აქვთ ესთეტიკასთან დაკავშირებით. ჩვენი პაციენტზე ორიენტირებული ვებსაიტები მათ თავდაჯერებულობასა და რწმენას შემატებს, რაც აუცილებელია მკურნალობის წარმატებისთვის.

  • გუნდის ტრენინგი

ჩვენ ვამონტაჟებთ სისტემას და ვასწავლით პერსონალს, ასე რომ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ კანის ტიპები და პირობები იმისათვის, რომ თითოეული პაციენტისთვის შეადგინოთ ინდივიდუალური და სრულყოფილი მკურნალობის გეგმა.

ჩვენი ექსპერტული კლინიკური ტრენინგის შემდეგ თქვენი კონსულტაციები და მკურნალობა იქნება დამაჯერებელი.

  • მომსახურების ფართო ქსელი

ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო აღჭურვილობის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების მაღალი ხარისხის, ყოვლისმომცველ სერვისს. Lumenis სერვისი უზრუნველყოფს თქვენს სულიერ სიმშვიდეს, ასე რომ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ პაციენტზე და არა აღჭურვილობაზე.

  • თქვენი კლინიკის ბრენდი

როგორც Lumenis-ის კლიენტს, თქვენ გექნებათ Lumenis-ის ექიმთა პორტალთან წვდომა. აქ ნახავთ ისეთ მასალებს, როგორიცაა ბროშურები და პლაკატები. ასევე გექნებათ წვდომა უამრავ კლინიკურ და პროდუქტის შესახებ ინფორმაციასთან.

  • თქვენი ყველაზე ღირებული რესურსი

თქვენი სპეციალური წარმომადგენელი არის ელ-ფოსტა, ტექსტური შეტყობინება ან სატელეფონო ზარი. ჩვენ გვინდა, რომ თავი Lumenis-ის ოჯახის ნაწილად იგრძნოთ, ასე რომ, გთხოვთ, ნებისმიერ დროს მოგვმართეთ. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდეთ.

სპეციფიკაციები

„ამდენად მცირე ძალისხმევა პაციენტის პოზიტიური გამოხმაურებისთვის. ჩემი მენოპაუზის მქონე პაციენტები მადლობას მიხდიან დახმარებისთვის! ”

სკოტ ევან ედერი, M.S., M.D. F.A.C.O.G, F.A.C.S. ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცენტრი, ნიუ ჯერსი

 

„პროცედურა არა მარტო სწრაფია და შედარებით უმტკივნეულო, არამედ მან ასევე გამოიღო ისეთი ფენომენალური შედეგები პაციენტების კმაყოფილების თვალსაზრისით, რომ მე მას ყველას ვურჩევ“.

მონიკა გ. კირიპოლსკი, MD, FAAD, FAACS საბჭოს სერტიფიცირებული დერმატოლოგი, რომელმაც გაიარა ტრენინგი კოსმეტიკური და ლაზერული ქირურგიის მიმართულებით

 

ეწვიეთ FemTouch.EU

 

გაფრთხილებები და რისკები: CO2 ლაზერების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ ექიმებისთვის, რომელთაც გავლილი აქვთ ნახშირორჟანგის ლაზერის (10.6 μm) გამოყენების ტრენინგი. წაიკითხეთ და გაიაზრეთ CO2  სისტემებისა და აქსესუარების ოპერატორის სახელმძღვანელოები სავარაუდო გამოყენების, უკუჩვენებისა და რისკების სრული ჩამონათვალისთვის. Lumenis® CO2  ლაზერის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც ბოლო 6-12 თვის განმავლობაში იღებდნენ Accutane®-ს (იზოტრეტინოინი), აქვთ კელოიდური წარმონაქმნების ანამნეზი და აჩვენებენ გადაჭარბებულ ან უჩვეულოდ გახანგრძლივებულ ერითემას.

სტატიები:

კანის აღდგენა

წარმოდგენილია დოქტორი რაფაელ ნუნესის მიერ

რბილი ქსოვილის (ხალის) მოცილება

წარმოდგენილია დოქტორი ნარიაკი მიატას მიერ

კანის აღდგენა

წარმოდგენილია დოქტორი გირიშ მუნავალის მიერ

ბლეფაროპლატიკა და ქვედა ქუთუთოს აღდგენა

წარმოდგენილია დოქტორი გირიშ მუნავალის მიერ

ია:

„მე  გამოვიყენე AcuPulse 500-ზე მეტ CO2 ლაზერულ პროცედურაში. მისი ყველაზე შთამბეჭდავი თვისებებია კომპაქტურობა, მობილურობა და გამოყენების ფართო სპექტრი. ადვილად შეიძლება ორი სკანერის შეცვლა. შესაძლებელია ჩვეულებრივი აღმდგენი და უფრო ღრმა ფრაქციული პროცედურების განხორციელება. სკანერის ტექნოლოგია ითვალისწინებს კანის ტრავმების პატერნების ფართო სპექტრს, ასე რომ შესაძლებელია კონკრეტული პათოლოგიის შესაბამისი მკურნალობის ტიპის შერჩევა. ჩვენ მას ვიყენებდით კანის დაავადებებისთვის, როგორიცაა მეჭეჭები, სირინგომები და ფოტო-დაზიანებები. Combo რეჟიმი განსაკუთრებით სასარგებლოა, ვინაიდან დაზიანებების უნიკალური ნიმუშები უფრო ღრმა ფრაქციული მკურნალობის საშუალებას იძლევა (მაგ., აკნეს ნაწიბურების მოცილებისთვის), ამასთანავე, ის შესაძლებელს ხდის მსუბუქ ჩვეულებრივ ზედაპირულ მკურნალობას პიგმენტისა და წვრილი ნაოჭების მოსაცილებლად. მისი SuperPulse ტექნოლოგია საშუალებას მაძლევს ვიყო უფრო აგრესიული, როდესაც საჭიროა, პაციენტის უსაფრთხოების დაცვით, რაც უზრუნველყოფს ჩემი პაციენტების მკურნალობის შედეგებით კმაყოფილებას უკვე ერთი სეანსის შემდეგ”.

დოქტორი ე. ვიქტორ როსი; სკრიფსის კლინიკის ლაზერული და კოსმეტიკური აღჭურვილობის დირექტორი, ლა-ჰოლა, კალიფორნია.

 

 

მახასიათებლები

მაჩვენებელი AcuPulseTM
პლატფორმა AcuPulseTM  40AES-F, 40AES-R, 40AES-A
ტექნიკური მახასიათებლები  
ტალღის სიგრძე 10,600 ნმ
ლაზერის ტიპი SuperPulseTM  და CW
ქსოვილზე სიმძლავრე 40 W
პიკური სიმძლავრე 170 W
გასროლის არის ზომა მინ. 0.12 მმ / მაქს. 1.3 მმ (AcuScan120TM)
სკანირების ზომა 15 x 15 მმ-მდე
სიმკვრივე, თითო სკანირებაზე ფრაქციული: 3-60%, სრული აბლაციური: >100%
FDA-შემოწმებული აღნიშვნები >100
FDA-შემოწმებული ესთეტიკური აღნიშვნები 34
აღდგენის სრული შესაძლებლობა დიახ
ფრაქციული შესაძლებლობა დიახ
ინციზიური შესაძლებლობა დიახ
ექსციზიური შესაძლებლობა დიახ
დამიზნების სხივი 5 mW წითელი დიოდური ლაზერი, 635 ნმ, რეგულირებადი ინტენსიურობა
სხივის მიწოდება ზედაპირული, 7-სახსრიანი, ზამბარაზე ბალანსირებული  მკლავი, 120 სმ წვდომა, 360° როტაცია
მეხსიერების პარამეტრები მინ. 100
გაგრილება ავტონომიური დახურული ციკლი
გარანტია ერთწლიანი სტანდარტი
რეკომენდირებული მკურნალობა 1
პლატფორმის სპეციფიკაციები  
ელექტროენერგია 100 – 240 VAC, 10 A მაქს. 50/60 Hz
წონა 49 კგ
ზომები  (სიგანე x სიღრმე x სიმაღლე) 37 სმ x 40 სმ x 119 სმ
© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!