LightSheer® QUATTRO

იგრძენით თავდაჯერებულობა Lumenis თმის ლაზერულ ეპილაციასთან ერთად

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ტექნოლოგიას, ჩვენ ვქმნით თავდაჯერებულობას.

ის, რასაც ვაკეთებთ, ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.

ჩვენ არა მარტო ვაცილებთ არასასურველ თმას, ჩვენ ვაქარწყლებთ ეჭვებსა და საფიქრალს, ასევე ზღვარს ადამიანსა და იმას შორის, რაც მას შეუძლია იყოს.

ჩვენ ვქმნით თავდაჯერებულობას

ასე იგრძნობა თავდაჯერებულობა

 

კმაყოფილი პაციენტები, მზარდი ბიზნესი

ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინვაზიურ ესთეტიკურ პროცედურას, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. სულ უფრო მეტ ადამიანს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან სურს თმის სამუდამოდ მოცილება და ისინი ეძებენ ეფექტურ, სწრაფ და კომფორტულ საშუალებას.

ლაზერული ეპილაცია იზიდავს პაციენტებს თქვენს კლინიკაში და წარმოადგენს მათთვის შესანიშნავ საწყის წერტილს ესთეტიკური დერმატოლოგიის სამყაროში მოგზაურობისთვის.

LightSheer QUATTRO–თი შეგიძლიათ პაციენტების მკურნალობა თმის ტიპის, კანის ტიპისა (გარუჯული და მუქი კანის ჩათვლით) და ცხოვრების წესის მიხედვით – და, შესაბამისად, უფრო დიდი დემოგრაფიული არეალის წვდომა.

  • ნებისმიერი კანის ტიპი 805 ნმ და 1060 ნმ ტალღის სიგრძით
  • განახლებადი და მასშტაბირებადი
  • პორტატული და კომპაქტური
  • პიგმენტური და სისხლძარღვოვანი დაზიანების უნივერსალური მკურნალობა

 

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ჩვენ ტექნოლოგიაში.

კარგი კლინიკური შედეგები იწყება LightSheer QUATTRO დიოდური ლაზერიდან, რომელშიც გამოიყენება ორი მოწინავე ტექნოლოგია: მაღალსიჩქარიანი ვაკუუმის ტექნოლოგია და ChillTip™ ინტეგრირებული კონტაქტური გაგრილების ტექნოლოგია.

მაღალსიჩქარიანი ვაკუუმის ტექნოლოგია

  • ეფექტურობა

ლაზერული ენერგია ( სხივი ) უფრო ეფექტურად მიეწოდება

  • საფრთხოება

თითოეული იმპულსისთვის ენერგიის ნაკადის ნაკლები სიმკვრივეა საჭირო

  • ტკივილის შემცირება

უნიკალური მექანიზმი ამცირებს ტკივილს მკურნალობის დროს

  • მკურნალობის დრო
  • სწრაფი დაფარვა გელის ან ანესთეზიის გარეშე.

როგორ მუშაობს

 

მაღალსიჩქარიანი თავაკი 22×35 მმ

გთავაზობთ ტკივილის შემცირების უნიკალურ მექანიზმს, რომელიც მუშაობს გელის გარეშე. იდეალურია სხეულის დიდი ზონების სამკურნალოდ, სწრაფად და კომფორტულად.

 

805 ნმ და 1060 ნმ ტალღის სიგრძე ნებისმიერი კანის ტიპისთვის

ChillTip™ ინტეგრირებული კონტაქტური გაგრილების ტექნოლოგია

  • ფექტურობა

კანის შეკუმშვა ამცირებს კონკურენტულ ქრომოფორებს.

  • უსაფრთხოება

ეპიდერმული დაცვა საფირონის კონტაქტით ( საფირის კრისტალის დახმარებით )  უწყვეტი გაგრილების გზით.

  • პაციენტის კომფორტი

მუდმივი გაგრილება მნიშვნელოვნად ზრდის კომფორტს.

როგორ მუშაობს

XC 12×12 მმ

საშუალება დიდი და მცირე ზონებისთვის, სადაც საჭიროა ნაკადის უფრო მაღალი სიმკვრივე.

ET 9×9 მმ

შექმნილია მცირე ზონებისთვის, სადაც საჭიროა მაქსიმალური სიზუსტე.

 

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენ შედეგებში, ასე რომ თქვენც შეგიძლიათ იყოთ.

Lumenis LightSheer ტექნოლოგია შემოწმდა მრავალ კლინიკურ კვლევაში და დადასტურდა რეცენზირებული სტატიებით. ამ ტექნოლოგიის ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი დღესაც სარგებელს იღებს ოქროს სტანდარტით შესრულებული სამუშაოსა და პაციენტის კმაყოფილებისგან.

ლაზერული ეპილაცია, ტალღის სიგრძე 805 ნმ

პიგმენტური დაზიანებები, ტალღის სიგრძე 805 ნმ

ნაოჭების შემცირება, ტალღის სიგრძე 1060 ნმ

ლაზერული ეპილაცია, ტალღის სიგრძე 1060 ნმ

სურათები წარმოდგენილია 1. მიტჩელ გოლდმანის, 2, 3. Lumenis Ltd. M.D. 4. დოქტორ სუშილ ტალილიანის მიერ

„LightSheer®–ის თავისებურებაა თავდაჯერებულობა, რომელსაც იგი ექიმს აძლევს პაციენტების კომფორტულად და ეფექტურად მკურნალობის დროს. ეს საერთო გამარჯვებაა, როგორც ექიმისთვის. ასევე პაციენტისთვის“. დენიელ პ. ფრიდმანი, M.D

გაფრთხილებები და რისკები:

მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ შემდეგი მდგომარეობა მკურნალობის ზონაში: კანის ნებისმიერი აქტიური ინფექცია ან კანის ანთებითი მდგომარეობა, დისპლასტიკური ნევუსები, ტატუები, აქტიური ჰერპესი, ღია ჭრილობები ან ნაკაწრები, ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებები ან ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია, კელოიდური ნაწიბურების ანამნეზი (ნაოჭების სამკურნალოდ გამოიყენეთ მხოლოდ 1060 ნმ ტალღის სიგრძე).  თმის მოცილებაზე, სისხლძარღვთა დაზიანებების, პიგმენტური დაზიანებების ლაზერულ მკურნალობაზე ყველაზე გავრცელებული დაუყოვნებელი რეაქცია არის ერითემა, შეშუპება, პერიფოლიკულური შეშუპება და პერივასკულური შეშუპება, სისხლძარღვთა გაუფერულება, ჰიპერპიგმენტაცია და ჰიპოპიგმენტაცია ან დამუშავებული ტერიტორიების ტექსტურული ცვლილებები. უკუჩვენებებისა და რისკების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ LightSheer QUATTRO მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

 

თქვენი მოგზაურობა LightSheer QUATTRO-თან ერთად ახლა იწყება

ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ბიზნესი ვითარდებოდეს LightSheer QUATTRO-თან ერთად. ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის ყველა საჭირო ტრენინგის ჩატარებასა და ყველაზე თანამედროვე კლინიკური მასალების მიღებას. ჩვენი პირდაპირი სამომხმარებლო მარკეტინგული საქმიანობა მიმართულია ბრენდის მხარდაჭერაზე, რაც LightSheer-ს საუკეთესო არჩევანად აქცევს, როდესაც საუბარია თმის ლაზერულ მოცილებაზე.

  • Lumenis Practice Locator

ყოველთვიურად ათასობით პაციენტი ეძებს მკურნალ ექიმს. დაეხმარეთ მათ იპოვონ თქვენი კლინიკა კატალოგში Lumenis Practice Locator თქვენი პრაქტიკის რეგისტრაციით. კატალოგის გავრცელების მიზნით ჩვენ ვატარებთ კამპანიებს გავლენიანი პირების სოციალური მედიისა და ვირუსული ვიდეორგოლების მეშვეობით.

  • Lumenis ინტერნეტში

მომხმარებლებს უამრავი კითხვა აქვთ ესთეტიკასთან დაკავშირებით. ჩვენი პაციენტზე ორიენტირებული ვებსაიტები მათ თავდაჯერებულობასა და რწმენას შეჰმატებს, რაც აუცილებელია მკურნალობის წარმატებისთვის.

  • გუნდის ტრენინგი

ჩვენ ვამონტაჟებთ სისტემას და ვასწავლით თქვენს პერსონალს, ასე რომ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ კანის ტიპები და პირობები იმისათვის, რომ თითოეული პაციენტისთვის შეადგინოთ ინდივიდუალური და სრულყოფილი მკურნალობის გეგმა.

ჩვენი ექსპერტული კლინიკური ტრენინგის შემდეგ თქვენი კონსულტაციები და მკურნალობა იქნება დამაჯერებელი.

  • მომსახურების ფართო ქსელი

ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო აღჭურვილობის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების მაღალი ხარისხის, ყოვლისმომცველ სერვისს. Lumenis სერვისი უზრუნველყოფს თქვენს სულიერ სიმშვიდეს, ასე რომ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ პაციენტზე და არა აღჭურვილობაზე.

  • თქვენი კლინიკის ბრენდი

როგორც Lumenis-ის კლიენტს, თქვენ გექნებათ Lumenis-ის ექიმთა პორტალთან წვდომა. აქ ნახავთ ისეთ მასალებს, როგორიცაა ბროშურები და პლაკატები. ასევე გექნებათ წვდომა უამრავ კლინიკურ და პროდუქტის შესახებ ინფორმაციასთან.

  • თქვენი ყველაზე ღირებული რესურსი

თქვენი სპეციალური წარმომადგენელი არის ელ-ფოსტა, ტექსტური შეტყობინება ან სატელეფონო ზარი. ჩვენ გვინდა, რომ თავი Lumenis-ის ოჯახის ნაწილად იგრძნოთ, ასე რომ, გთხოვთ, ნებისმიერ დროს მოგვმართეთ. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდეთ.

LightSheer QUATTRO      
ლაზერის ტიპი      
ტალღის სიგრძე      
გამეორების სიხშირე      
იმპულსის გამეორება      
ნაკადის სიმკვრივე      
იმპულსის სიგანე      
პიკური სიმძლავრე      
წინასწარ დაყენებული პარამეტრები      
კომფორტის მართვა ვაკუუმის Chilltip კონტაქტური გაგრილება Chilltip კონტაქტური გაგრილება
ადგილზე მომსახურება დიახ, წვერის გამოცვლა დიახ, წვერის გამოცვლა დიახ, წვერის გამოცვლა
კომუნიკაცია დისტანციური კავშირი სერვისისა და მხარდაჭერისთვის
პლატფორმის სპეციფიკაციები  
ელექტროენეგია ცალფაზიანი, დამიწებული
წონა  
ზომა  

 

ჩვენებები

სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი დაზიანებების მკურნალობა, მათ შორის ანგიომა, ჰემანგიომა, ტელანგიექტაზია, ფეხის ვენები და სხვა. კეთილთვისებიანი პიგმენტური დაზიანებების მკურნალობა. თმის მოცილება, თმის სამუდამოდ შემცირება და Pseudofolliculitis Barbae-ს (PFB) მკურნალობა. კეთილთვისებიანი პიგმენტური დაზიანებების მკურნალობა. ნაოჭების მკურნალობა (მხოლოდ 1060 nm ტალღით). გამოიყენება ყველა ტიპის კანზე (Fitzpatrick I-VI), მათ შორის, გარუჯულ კანზეც.

* თმის სამუდამოდ შემცირებაში იგულისხმება თმის რაოდენობის ხანგრძლივი, სტაბილური შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 6, 9 და 12 თვის განმავლობაში.

Lumenis-ის შესახებ

Lumenis გლობალური ლიდერია მინიმალური ინვაზიური კლინიკური საშუალებების სფეროში, ქირურგიული, ოფთალმოლოგიისა და ესთეტიკური ბაზრებისთვის. ის არის მსოფლიოში ცნობილი შემუშავებისა და გაყიდვის ექსპერტი ენერგეტიკული ტექნოლოგიების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლაზერი, IPL და რადიო-სიხშირე. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Lumenis ნოვატორული პროდუქტები განსაზღვრავენ სამედიცინო პროცედურებს და ადგენენ მრავალ ტექნოლოგიურ და კლინიკურ ოქროს სტანდარტს.

© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!