LightSheerÒ DESIREÔ

თქვენი წარმატების საწყისი წერტილი

3 თავაკი

2 მოწინავე ტექნოლოგია

75%-ზე მეტით შემცირებული მკურნალობის დრო და მკურნალობის დისკომფორტი

ყოველდღიურად იზრდება ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილება. ასევე მათ სურთ, რომ პროცედურა იყოს ეფექტური, სწრაფი და კომფორტული.

ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად Lumenis-მა, ლაზერული და ენერგეტიკული ტექნოლოგიების ლიდერმა, შეიმუშავა LightSheer DESIRE, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ:

  • ისარგებლოთ ინვესტიციების სწრაფი დაბრუნებით
  • გააუმჯობესოთ თქვენი პაციენტის კმაყოფილების დონე
  • განავითაროთ თქვენი ბიზნესი

მკურნალობის ოპტიმალური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად პორტატული LightSheer DESIRE-ს მოჰყვება:

  • დიოდური ლაზერი „ოქროს სტანდარტი“ 805 ნმ
  • 3 თავაკი, სხვადასხვა ზომის გასროლის არეებით
  • 2 მოწინავე ტექნოლოგია
  • განახლებადი ფუნქციები: დაამატეთ ფუნქციები თქვენი პრაქტიკის ზრდასთან ერთად

LightSheer DESIRE-ის უნიკალური თვისებები საშუალებას გაძლევთ თქვენს პაციენტებს შესთავაზოთ

  • მკურნალობის მოკლე დრო
  • მაქსიმალურად კომფორტული პროცედურა
  • ოპტიმალური შედეგები

ტექნოლოგია სურვილის მიღმა

2 მოწინავე ტექნოლოგია

დაუჯერებელი კლინიკური შედეგების უზრუნველსაყოფად LightSheer DESIRE იყენებს ინდუსტრიის „ოქროს სტანდარტს“ – 805 ნმ დიოდურ ლაზერს, რომელსაც გააჩნია ორი მოწინავე ტექნოლოგია: ვაკუუმის მაღალსიჩქარიანი ინტეგრირებული ტექნოლოგია (HITTM) და ChillTipTM ტექნოლოგია.=

3 თავაკი სხეულის ყველა ზონისთვის

სხეულის ყველა ზონის ეფექტურად მკურნალობის მიზნით LightSheer DESIRE აღჭურვილია სამი თავაკით, რომელთა შორის გადართვა ძალიან მარტივია.

HS-ს აქვს HIT 22×35 მმ გასროლის არე, რაც შესაძლებელს ხდის გამოიყენოთ დაბალი სიხშირე და ტკივილის შემცირების უნიკალური მექანიზმი უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული პროცედურისთვის.

XC–ს აქვს Sapphire ChillTip 12×12 მმ გასროლის არე, რაც ოპტიმალურია დიდი და მცირე ზონებისთვის, რომელთათვის საჭიროა ნაკადის უფრო მაღალი სიმკვრივე.

ET-ს აქვს Sapphire ChillTip 9×9 მმ გასროლის არე, რომელიც განკუთვნილია მცირე ზონების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ მაქსიმალურ სიზუსტესა და ნაკადის მაღალ სიმკვრივეს.

 

მოწინავე გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი

ინტუიტურად გასაგები წინასწარგანსაზღვრული პარამეტრები სწრაფი სწავლისა და მკურნალობის მარტივი დელეგირებისთვის.

 

როგორ მუშაობს

როგორ მუშაობს HITÔ

  • ვაკუუმი რბილად იწოვს კანს თავაკში, კანი იჭიმება და ფოლიკული უახლოვდება ლაზერული ენერგიის წყაროს.
  • მელანოციტები შთანთქამს ლაზერულ ენერგიას და სისხლის ნაკადი იზღუდება.
  • თმის ფოლიკული იშლება და კანი თავისუფლდება.

მაღალსიჩქარიანი ინტეგრირებული ტექნოლოგიის უპირატესობები (HITTM)

  • ეფექტურობის გაზრდა: კონკურენტული ქრომოფორების რაოდენობის შემცირება ლაზერული ენერგიის უფრო ეფექტურად მიწოდების საშუალებას იძლევა.
  • უფრო მაღალი უსაფრთხოება: ეპიდერმისი ნაკლებ ენერგიას შთანთქამს და უფრო ნაკლები სიმკვრივის ნაკადია საჭირო, რადგან ფოლიკული უფრო ახლოსაა ლაზერული ენერგიის წყაროსთან.
  • ტკივილის შემცირება: უნიკალური ვაკუუმის მექანიზმი ააქტიურებს კანის ტაქტილურ და წნევის რეცეპტორებს, რათა შეამციროს ტკივილის შეგრძნება
  • სწრაფი მკურნალობა: 22×35 მმ ზომის გასროლის არე შესაძლებელს ხდის დიდი ზონების სწრაფ დამუშავებას, გაგრილების ან ანესთეზიის გარეშე.

როგორ მუშაობს ChillTipÔ

  • კანი გრილდება პროცედურის დაწყებამდე და მის დროს.
  • თავაკი მჭიდროდ ედება კანს. მელანოციტები შთანთქამს ლაზერის სხივს და თმის ფოლიკული ზიანდება.

ChillTipÔ ტექნოლოგიის უპირატესობები

  • მეტი უსაფრთხოება: ეპიდერმული სისტემის საუკეთესო დაცვა მიიღწევა ChillTip–ის კონტაქტის გაგრილების გზით.
  • მეტი კომფორტი: კანის მუდმივი გაგრილება მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას.
  • მეტი ეფექტურობა: კანის შეკუმშვის დროს თმის ფოლიკული ზედაპირს უახლოვდება, ხდება სისხლძარღვების შესქელება და კონკურენტული ქრომოფორების შემცირება. ნაკადის მაღალი სიმკვრივის გამო შესაძლებელი ხდება იმ ზონების დამუშავება, სადაც საჭიროა სიზუსტე და არის თხელი, ღია ფერის თმა.

 

სასურველი კლინიკური შედეგები

Lumenis LightSheer ტექნოლოგია შემოწმდა მრავალ კლინიკურ კვლევაში და დადასტურდა რეცენზირებული სტატიებით. ამ ტექნოლოგიის ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი დღესაც სარგებელს იღებს ოქროს სტანდარტით შესრულებული სამუშაოსა და პაციენტის კმაყოფილებისგან.

  • წარმოდგენილია გირიშ მუნავალის მიერ MD, MHS

მაღალსიჩქარიანი თავაკი, ერთი წელი მკურნალობის 5 სეანსის შემდეგ

 

  • წარმოდგენილია მიტჩ გოლდმანის მიერ MD

მაღალსიჩქარიანი თავაკი,  4 თვე მკურნალობის 4 სეანსის შემდეგ

„მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგიით შემიძლია სხეულის დიდი ზონების რეკორდულად მოკლე დროში მკურნალობა. 22×35 მმ თავაკის მეშვეობით შესაძლებელია ზურგისა და ფეხების დამუშავება 10 წუთზე ნაკლებ დროში. მკურნალობა ძალიან ეფექტურია და, HIT ტექნოლოგიის წყალობით, უმტკივნეულოც. ჩემს მომხმარებლებს მოსწონთ შედეგები და რეკომენდაციას უწევენ მეგობრებს. ჩემი ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა“. მერი ლუპო, M.D.

„მე ავირჩიე LightSheer ჩემი პრაქტიკისთვის, რადგან ის იყენებს 805 დიოდს, რომელსაც აქვს დადასტურებული რეპუტაცია უმაღლესი კლინიკური უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. შედეგები გამორჩეულია და მკურნალობა ყველაზე კომფორტულია პაციენტებისთვის. სამი თავაკის კომბინაციით, რომლებიც ორ განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებს, მე შემიძლია საუკეთესო მკურნალობა ჩავუტარო თითოეულ პაციენტს, რომელიც მოდის ჩემს ოფისში“. ადელ ქვინტანა, M.D.

„LightSheer არის სწრაფი და მარტივი მოწყობილობა. იგი იდეალურია როგორც სხეულის დიდი, ასევე მცირე ზონების სამკურნალოდ მაღალი სიჩქარისა და ChillTip, ET & XC, თავაკების კომბინაციის გამო. მაღალსიჩქარიანი ვაკუუმი და ChillTip– ის გაგრილება წარმოადგენს ეფექტური სამკურნალო საშუალებებისა და დისკომფორტის შემცირების კომბინაციას. ეს არის მოწყობილობა, რომელსაც ენდობიან როგორც ჩემი თანამშრომლები, ასევე პაციენტები…“  ომარ ა. იბრაჰიმი, M.D., Ph.D.

 

 

 

© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!