Maximus – მულტიპოლარული RF აპარატი კანის ლიფტინგის, სხეულის კორექციისა და ცელულიტის მკურნალობისთვის (Pollogen by Lumenis, ისრაელი)

Maximus წარმოადგენს RF აპარატს კანის არაინვაზიური ლიფტინგის, კონტურების აღდგენისა და ცხიმის ლოკალური დაგროვების შემცირებისთვის. იგი აღჭურვილია სამი მულტიპოლარული თავაკით და კუნთების დინამიური აქტივაციის სისტემით, რაც მას უნივერსალურ ინსტრუმენტად აქცევს გაახალგაზრდავების, კანის ლიფტინგის, სხეულის კორექციის, ცელულიტის მკურნალობისა და სახისა და სხეულის მთელი რიგი ესთეტიკური დეფექტების გამოვლენის შემცირებისთვის. Maximus შემუშავებულია Pollogen-ის მიერ (Lumenis), რომელიც მრავალპოლარული RF–ის სფეროს პიონერი და ლიდერია. Maximus გამოირჩევა გააზრებული დეტალებითა და დახვეწილი ტექნოლოგიებით, რაც ამ მოწყობილობის გამოყენების საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ექიმებს, არამედ საშუალო სამედიცინო პერსონალსაც. Maxiums განაპირობებს გამოხატულ და განმეორებად შედეგებს მრავალი პრობლემის გადაჭრისას, ამ აპარატზე შესრულებული პროცედურები კომფორტის მაღალი დონით ხასიათდება.

Maximus ეფუძნება Pollogen-ის სამ დაპატენტებულ ტექნოლოგიას: TriPollar, TriLipo და DMA. ეს რადიოსიხშირული (RF) აპარატი საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გააცხელოთ ქსოვილი დიდ სიღრმეზე, ტკივილისა და დამწვრობის გარეშე, სპეციალური მულტიპოლარული ეფექტის წყალობით. კუნთების დამატებითი აქტივაცია RF პროცედურის დროს იწვევს ლიპოლიზის გამოხატულ ეფექტს და განაპირობებს ცხიმის ლოკალური დაგროვების არსებით შემცირებას, რაც სხეულის ახალ კონტურს ქმნის. სახელწოდება Maximus საუკეთესოდ გადმოსცემს მოწყობილობის არსს – მაქსიმალური შედეგები კომფორტის და უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეზე.

  • TriPollar® – კანის ლიფტინგი და კონტურირება 3 ან 5 ერთდროულად მომუშავე RF ელექტროდით გაცხელების მეშვეობით.
  • TriLipo® – კანქვეშა ცხიმის გაცხელება დიდ სიღრმეზე, არაინვაზიური კომფორტული ლიპოლიზი.
  • DMA – კუნთების დინამიური გააქტიურება: ლიმფური დრენაჟი, ლიპოლიზის გაძლიერება, კუნთების გამაგრება.
  • მარტივი და კომფორტული გამოყენება, მაღალი საიმედოობა და გამძლეობა. არ აქვს სახარჯო მასალები.
  • მკურნალობის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები, უსაფრთხოებისა და შედეგის გარანტია.

ჩვენებები

Maximus ერთდროულად მოქმედებს ქსოვილის 4 შრეზე: ეპიდერმისზე, დერმაზე, კანქვეშა ცხიმსა და კუნთებზე. ტექნიკა იდეალურია შემდეგი ჩვენებებისთვის:

  • ნაოჭების შემცირება და კანის აჭიმვა;
  • ნაოჭების პრევენცია;
  • კუნთების ლიფტინგი, ტონუსის აღდგენა და გაძლიერება;
  • კანქვეშა ცხიმის შემცირება და სხეულის ფორმის კორექცია;
  • ცელულიტის შემცირება;
  • სტრიების, აკნეს ნაწიბურების და ქირურგიული ნაწიბურების იერსახის გაუმჯობესება;
  • ქსოვილების მიკროცირკულაციის და ოქსიგენაციის გაუმჯობესება;
  • პაციენტების მომზადება პლასტიკური ქირურგიისთვის (ლიპოსაქცია);
  • რეაბილიტაცია და კორექცია ქირურგიული ლიპოპლასტიკის შემდეგ.

ვისთვის არის განკუთვნილი აპარატი და რა პირობებია საჭირო

Maximus აპარატზე არაინვაზიური RF პროცედურების ჩატარება არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და პირობებს. როგორც წესი, ამგვარი პროცედურების ჩასატარებლად საკმარისია აპარატული კოსმეტოლოგიის ჩვეულებრივი კაბინეტის პირობები. Maximus RF თერაპიის მეთოდიკას აქვს მრავალი ჩვენება, იგი მარტივია და შესაძლებელია ჩატარდეს წლის ნებისმიერ დროს და პაციენტების ნებისმიერი ფერის კანზე. ამ უპირატესობებს, რომლებიც დამახასიათებელია მრავალი RF აპარატისთვის, Maximus-ის შემთხვევაში ემატება პროცედურების კომფორტი, მათი აბსოლუტური უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. Maximus აპარატი ერთნაირად მოუხდება კოსმეტოლოგიის კლინიკებსა და სილამაზის სალონებს.

ბიზნესი

Maximus-ის მეშვეობით შეგიძლიათ ჩაატაროთ პროცედურები სახესა და სხეულზე, გამოიყენოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად და სხვა კოსმეტოლოგიური და პლასტიკური ქირურგიის  მეთოდებთან ერთად. Maximus პროცედურის საშუალო დრო 40 წუთია, იგი ტარდება კონსულტაციის დღესვე მომზადების გარეშე და არა აქვს სარეაბილიტაციო პერიოდი. Maximus არის უნივერსალური სამედიცინო RF მოწყობილობა, რომლის პროცედურები ნაჩვენებია ნებისმიერი კლიენტისთვის. სახარჯო მასალის არარსებობა, საკურსო მკურნალობის პროგრამები, პროცედურების ხელმისაწვდომი ღირებულება – ამ ყველაფრის წყალობით Maximus იქცევა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმომგებიან საშუალებად კოსმეტოლოგიაში.

მეცნიერული დასაბუთება

RF-ის მოქმედების პრინციპი

Maximus RF აპარატის მოქმედების პრინციპი ემყარება TriPollar ტექნოლოგიას – კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გაცხელებას მასში რადიოსიხშირული ენერგიის (RF ენერგიის) გადაცემის გზით, რომელიც მიეწოდება ელექტროდების (2 ან 6, თავაკის მიხედვით) კანთან კონტაქტის დროს. ეს არის RF ენერგიის გადაცემის კონდუქციური მეთოდი, როდესაც იგი უშუალოდ ელექტროდებით გადაეცემა. ქვემდებარე ქსოვილი ცხელდება მაღალი სიხშირის (RF) დენთან მისი წინააღმდეგობის გამო. პროცედურის პროცესში ქსოვილები განაგრძობენ გაცხელებას დაახლოებით 40 გრადუსამდე, ამ დროს ქსოვილებში უჯრედები არ იღუპება და ხდება მათი თერმული სტიმულაცია. RF აპარატის მუშაობის შემთხვევაში სითბო გროვდება ქსოვილის შიგნით, და არა ზედაპირზე. როგორც სითბოს კონვექციური გადაცემის ან ლაზერული ზემოქმედების დროს. RF Maxumus-ის ზემოქმედებით უჯრედების თერმული სტიმულაცია მიმდინარეობს დიდ სიღრმეზე და იწვევს სხვადასხვა ეფექტს:

  • ფიბრობლასტების სტიმულირება იწვევს მათ პროლიფერაციას და უჯრედების პოპულაციის გაჩენას, რომელიც ინტენსიურად ახდენს ახალი კოლაგენის სინთეზს და ანადგურებს ძველს. Maxumus-ის 6-10 პროცედურისგან შემდგარი კურსის დროს, რომელთაგან თითოეული კვირაში ერთხელ ტარდება, ამგვარი სტიმულაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად განახლდეს კოლაგენი დერმისა და კანქვეშა ცხიმის დონეზე, რაც იწვევს კანის გამკვრივებასა და ნაოჭების განახლებას.
  • ცხიმის უჯრედების გათბობა იწვევს უჯრედშიდა ლიპოლიზს: დაგროვილი ცხიმები გარდაიქმნება ცხიმოვან მჟავებად, ტრანსპორტირდება ცხიმის უჯრედებიდან გარეთ, გამოიყოფა ლიმფური სისტემის მეშვეობით და ნადგურდება ორგანიზმის მიერ. RF Maximus-ის მიერ გამოწვეული ინტენსიური ლიპოლიზის შედეგად, ცხიმის უჯრედების მოცულობა მცირდება და, შესაბამისად, მცირდება კანქვეშა ცხიმის მოცულობაც.
  • ქსოვილების საერთო გაცხელება იწვევს სისხლის მიკროცირკულაციის მატებას და მეტაბოლური პროცესების აჩქარებას კანსა და კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში. ხდება დეტოქსიკაცია, ქსოვილების საერთო გაჯანსაღება, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებაში.

RF-ის ზემოქმედებით კოლაგენის ბოჭკოების გაცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნაწილობრივი დენატურაცია ბოჭკოების სიგრძის 30%–ით მყისიერი შემცირებით. ეს ეფექტი გამოიხატება კანის მყისიერ გამკვრივებასა და აჭიმვაში, რომელიც უშუალოდ პროცედურის დროს მიმდინარეობს.

კონკიას ეფექტი – ე.წ. ნაოჭების მყისიერი აჭიმვა და გასწორება Maximus-ის აპარატზე პროცედურის დროს. ასეთი აჭიმვა მიიღწევა კოლაგენის ბოჭკოების შემოკლების გზით და ნარჩუნდება დაახლოებით 48 საათის განმავლობაში.

TriPollar ტექნოლოგიის უპირატესობები

TriPollar® – კანის მყისიერი ლიფტინგი, თანაბარი გაცხელება RF-ის სამი და მეტი აქტიური ელექტროდის მეშვეობით.

TriPollar® არის Pollogen-ის დაპატენტებული RF ტექნოლოგია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ RF ენერგია ერთდროულად ყველა ელექტროდის საშუალებით გადაეცემა. დანარჩენი RF მოწყობილობები ფუნქციონირებს ბიპოლარული პრინციპით: ერთდროულად მაღალი სიხშირის დენი მიეწოდება მხოლოდ ორ ელექტროდს. ეს ტიპიურია იმ სისტემებისთვისაც კი, რომლებსაც მულტიპოლარული ეწოდება და ოპერაციულ თავაკში ინტეგრირებული აქვთ 3 ან მეტი ელექტროდი: მიუხედავად ელექტროდის რაოდენობისა, ისინი მონაცვლეობით ირთვება და მხოლოდ 2 ჩართულია ერთდროულად.

TriPollar ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის RF ენერგიის პირდაპირ 3 ელექტროდის საშუალებით მიწოდებას. დროის თითოეულ მონაკვეთში 1 ელექტროდს აქვს მუხტი, რომელიც დანარჩენი ორი ელექტროდის საპირისპიროა. ეს პოლარობა მუდმივად იცვლება და დაწყვილებული ელექტროდები სპეციალური ალგორითმის მიხედვით კომბინირდება მესამესთან. ასეთი ტექნოლოგია განაპირობებს RF ენერგიის (რადიოსიხშირული დენი) თანაბარ გადანაწილებას ქსოვილში სამუშაო თავაკის ქვეშ. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ორ მნიშვნელოვან კლინიკურ ეფექტს. პირველ რიგში, დერმისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის თანაბარი გაცხელება საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ გამოხატულ შედეგებს ლიფტინგსა და ცხიმის ლოკალური დაგროვების შემცირებაში. და მეორე, ელექტროდების და კანის შეხების წერტილში თერმული დატვირთვა მცირდება, ბიპოლარულ და ფსევდო-მულტიპოლარულ RF სისტემებთან შედარებით: ენერგია მიეწოდება არა ორი, არამედ სამი ელექტროდის მეშვეობით. თავაკის ელექტროდებისა და კანის შეხების წერტილში თერმული დატვირთვის შემცირება ნიშნავს დისკომფორტის დონისა და დამწვრობის რისკის მნიშვნელოვან შემცირებას.

Maxumus TriPollar ტექნოლოგია წარმოადგენს მულტიპოლარული RF აპარატის ყველაზე მოწინავე ვერსიას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მიაღწიოთ მკაფიო შედეგებს ლიფტინგში, კონტურირებასა და ცხიმების ლოკალური დაგროვების შემცირებაში მაქსიმალური უსაფრთხოებითა და სრული კომფორტით.

ელექტრო ველის ძაბვის ხაზები TriPollar სამი ელექტროდის ერთდროული ჩართვის დროს.

DMA – Dynamic Muscle Activation — კუნთების დინამიური აქტივაცია.

Maxumus-ის მეორე უნიკალურ უპირატესობას წარმოადგენს კუნთების დინამიური აქტივაციის (DMA) ინტეგრირებული სისტემის არსებობა. DMA სისტემის მუშაობისას მუდმივი დენის ხანმოკლე იმპულსის მიწოდება ხდება თავაკის ელექტროდების საშუალებით, RF ენერგიის მიწოდების პარალელურად. მუდმივი დენის იმპულსები იწვევს Maxumus-ის თავაკის პროექციაში (მახლობლად) მდებარე კუნთების შეკუმშვას. აპარატის მუშაობის დროს ეს იმპულსები მუდმივად ასტიმულირებს კუნთების აქტივობას, რაც იწვევს შემდეგ ეფექტებს:

  • კუნთების გამაგრება და ვარჯიში, რაც იწვევს ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებას. დაძაბუნებული კუნთები, რომლებიც სხეულის კონტურებს აფუჭებს, მჭიდრო და მკვრივი ხდება.
  • ლოკალური მეტაბოლიზმის სტიმულირება და ლიპოლიზის პროდუქტების უტილიზაცია. კუნთების ინტენსიური აქტივაციის გამო Maxumus-ის პროცედურის დროს ხდება ცხიმების დაწვა. DMA-ს ზემოქმედებით ვარჯიში ხელს უწყობს ლოკალური ცხიმების დაგროვების შემცირებას.
  • სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური დრენაჟის გაძლიერება. კუნთები DMA–ს მიერ გამოწვეული შეკუმშვის დროს ლოკალურად იზრდება მოცულობაში. Maxumus-ის თავაკი კანთან კონტაქტშია იმპულსების გადაცემის დროს. შეკუმშული კუნთი აწვება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისს, რომელიც კანსა და კუნთს შორის მდებარეობს. კანქვეშა ცხიმის ასეთი რიტმული შეკუმშვა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს ლიმფურ დრენაჟს. ამგვარად, ცხიმის უჯრედებიდან გამოყვანილი ლიპოლიზის პროდუქტები უფრო სწრაფად ნადგურდება.

TriLipo® – TriPollar® და DMA-ს კომბინაცია სხეულის ყველაზე ეფექტური კორექციისთვის.

Maximus RF არის ერთადერთი მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ქსოვილის 4 შრეზე. TriPollar-ის RF ენერგია მოქმედებს ეპიდერმისზე, დერმასა და კანქვეშა ცხიმზე, ხოლო DMA ტექნოლოგია — კუნთებზე. ამრიგად, Maximus-ის მეთოდი ერთდროულად ზეგავლენას ახდენს თითქმის ყველა სტრუქტურაზე, რომელიც „დამნაშავეა“ უშნო ფიგურაში. RF ენერგია იწვევს კანის ლიფტინგს და გამკვრივებას, იწყებს ლიპოლიზს, აქვს ზოგადი სამკურნალო ეფექტი საფარ ქსოვილებზე მეტაბოლიზმის სტიმულირების გამო, კუნთების სტიმულაცია DMA აძლიერებს და ავარჯიშებს კუნთებს, ასტიმულირებს ცვლისა და ლიპოლიზის პროდუქტების გამოყოფას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს RF-ის ლიპოლიზურ ეფექტს.

© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!