SPLENDOR X

იგრძენით თავდაჯერებულობა

ერთადერთი ესთეტიკური სამუშაო სადგური, შექმნილი BLEND X ტექნოლოგიის საფუძველზე

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ტექნოლოგიას, ჩვენ ვქმნით თავდაჯერებულობას.

პირველი მსოფლიოში – მსოფლიო ლიდერისგან

ლაზერული და ენერგეტიკული ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის Lumenis მიერ წარმოდგენილი SPLENDOR X გაძლევთ აქამდე არნახულ შესაძლებლობას თმის მოცილებისა და კანის სამკურნალო საშუალებები კანის ელფერების უსასრულო სპექტრს მოარგოთ.

  • BLEND X

აპარატში არსებული ორი ბირთვის, ნეოდიუმ იაგისა (1064 ნმ) და ალექსანდრიტის (755 ნმ) ორმხრივი ლაზერული გამოსხივება, სინქრონული და რეგულირებადი პროპორციებით

  • კვადრატის ფორმის გასროლის არეები

კანის თანაბარი დაფარვისთვის, გადაფარვისა და დამწვრობის გარეშე, 2×2მმ-დან 27×27 მმ-მდე

  • სწრაფი პროცედურები

გასროლის არის დიდი ზომა და განმეორების მაღალი სიჩქარე

  • მკურნალობის მრავალფეროვნება და საშუალებები კანისთვის

სისხლძარღვთა და პიგმენტური დაზიანებები, კანის არააბლაციური გაახალგაზრდავება, ფრჩხილის ონიქომიკოზის მკურნალობა, სტრიები დ.ა.შ.

  • ინტეგრირებული კვამლის გამწოვი

ინტეგრირებული კვამლის გამწოვი და HEPA ფილტრი უზრუნველყოფს უკვამლო, კომფორტულ პროცედურას, როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის.

  • DCS (გაგრილების ორმაგი სისტემა)

კომბინირებული Cryo-Touch და Cryo-Air სისტემა უზრუნველყოფს ცივი ჰაერის მიწოდებას ზუსტად ლაზერის სხივის მოქმედების ზონაში.

  • ზედაპირზე გადანაწილებული Peak Power ენერგიის მაქსიმალური ნაკადი.

კვადრატის ფორმის რევოლუციური ლაზერული სხივი

კვადრატის ფორმის რევოლუციური ლაზერული სხივი უზრუნველყოფს დასამუშავებელი ზონის უფრო სწრაფ და ერთგვაროვან დაფარვას, ასევე უფრო ღრმად შეღწევას, გადაფარვის, დამწვრობისა და გამოტოვებული ადგილების გარეშე.

ზუსტი დაფარვა კიდევ უფრო ადვილი გახდა კანის უნიკალური UV მარკირების წყალობით, რომელიც უზრუნველყოფს მარტივი ქსელის მატრიცას.

ტრადიციული მრგვალი ფორმის ლაზერული სხივი იწვევს არათანაბარ დაფარვას, რაც გავლენას ახდენს ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

SPLENDOR X უზრუნველყოფს ინვესტიციების უფრო მაღალ დაბრუნებას მოკლე დროში, ბაზარზე არსებული ნათურების ყველაზე გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სისტემის გამო, რომელიც არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას და მხარს უჭერს გაუმართაობების დისტანციურ აღმოფხვრას.

 

  • უკიდურესი სიმძლავრე, არნახული სიჩქარე

SPLENDOR X ძალიან მძლავრია, 260 W გამომავალი ენერგიით იგი უზრუნველყოფს დაფარვის მაღალ სიჩქარეს, რომელიც აერთიანებს ნაკადის მაღალ სიმკვრივეს,  გასროლის არის დიდ ზომასა და განმეორებათა მაღალ სიხშირეს.

ნაკადის სიმკვრივე: 20 ჯ/სმ2

BLEND X ტექნოლოგია უმიზნებს თმის ფოლიკულს ორ სიღრმეზე უფრო მაღალი ეფექტურობისთვის

Self-Lamp-ReplacementTM

უსასრულო შესაძლებლობები. ზღვრული უნივერსალობა

BLEND X SPLENDOR X არის მართლაც უნიკალური მყარსხეულიანი ლაზერული სისტემა უპრეცედენტო სიმძლავრით, სიჩქარითა და დაფარვის ხარისხით.

Nd: YAG (1064 ნმ) და ალექსანდრიტის (755 ნმ) ლაზერების უნიკალური ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მათ სინქრონულ ან დამოუკიდებელ მუშაობას, ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა ადამიანის კანის ელფერი, თმის ფერი და სისქე,  რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას.

მძლავრი, სწრაფი და უნივერსალური SPLENDOR X გამოიყენება თმის მოცილების პროცედურების ფართო სპექტრისა და კანის პათოლოგიების სამკურნალოდ, როგორიცაა სისხლძარღვთა და პიგმენტური დაზიანებები, კანის არააბლაციური გაახალგაზრდავება და ნაოჭების შემცირება.

 

უნიკალური და შეუდარებელი

მოწინავე ერგონომიული თავაკი აერთიანებს კვამლის გამწოვსა და ჰაერის გაგრილების სისტემას დამატებითი კომფორტისთვის.

გამოცვალეთ ლაზერის ნათურა თვითონ, სულ რამდენიმე წამში, ტექნიკური მომსახურების გამოძახებისა და სისტემის მოცდენის გარეშე.

დისტანციურ სერვისთან დაკავშირება

მოწინავე სერვისული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს სერტიფიცირებულ ინჟინრებს აღმოფხვრან გაუმართაობა, მოახდინონ სისტემის დაკალიბრება და განახლება, რაც დისტანციურად გაზრდის სისტემის მწყობრში ყოფნის დროს.

 

თავდაჯერებულობა თქვენს კლინიკურ შედეგებში

თმის ლაზერული მოცილება

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა SPLENDOR X-ის ეფექტურობამ, სიჩქარემ და უსაფრთხოებამ კანის ყველა ტიპისთვის, თმის მოცილებისთვის, სისხლძარღვთა დაზიანებების ფოტოკოაგულაციისთვის. იგი შესანიშნავად მუშაობს როგორც კანის მუქ ტიპებზე, ასევე წვრილ თმასთანაც. მკურნალობის სიჩქარე დაუჯერებელია და პაციენტები იღებენ შთამბეჭდავ ხანგრძლივ შედეგებს მხოლოდ ოთხი სეანსის შემდეგ. ვინაიდან სახარჯო მასალები არ არის, ინვესტიციის დაბრუნება სწრაფია“. პროფესორი ლეონარდო მარინი, M.D., კანის ექიმთა ცენტრი, ტრიესტე, იტალია

 

თქვენი მოგზაურობა SPLENDOR X-თან ერთად ახლა იწყება

ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ბიზნესი ვითარდებოდეს SPLENDOR X-თან ერთად. ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის ყველა საჭირო ტრენინგის ჩატარებასა და ყველაზე თანამედროვე კლინიკური მასალების მიღებას. ჩვენი პირდაპირი სამომხმარებლო მარკეტინგული საქმიანობა მიმართულია ბრენდის მხარდაჭერაზე, რაც SPLENDOR X-ს საუკეთესო არჩევანად აქცევს, როდესაც საუბარია თმის ლაზერულ მოცილებაზე.

  • Lumenis Practice Locator

ყოველთვიურად ათასობით პაციენტი ეძებს მკურნალ ექიმს. დაეხმარეთ მათ იპოვონ თქვენი კლინიკა კატალოგში Lumenis Practice Locator თქვენი პრაქტიკის რეგისტრაციით. კატალოგის გავრცელების მიზნით ჩვენ ვატარებთ კამპანიებს გავლენიანი პირების სოციალური მედიისა და ვირუსული ვიდეორგოლების მეშვეობით.

  • Lumenis ინტერნეტში

მომხმარებლებს უამრავი კითხვა აქვთ ესთეტიკასთან დაკავშირებით. ჩვენი პაციენტზე ორიენტირებული ვებსაიტები მათ თავდაჯერებულობასა და რწმენას შეჰმატებს, რაც აუცილებელია მკურნალობის წარმატებისთვის.

  • გუნდის ტრენინგი

ჩვენ ვამონტაჟებთ სისტემას და ვასწავლით თქვენს პერსონალს, ასე რომ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ კანის ტიპები და პირობები იმისათვის, რომ თითოეული პაციენტისთვის შეადგინოთ ინდივიდუალური და სრულყოფილი მკურნალობის გეგმა.

ჩვენი ექსპერტული კლინიკური ტრენინგის შემდეგ თქვენი კონსულტაციები და მკურნალობა იქნება დამაჯერებელი.

  • მომსახურების ფართო ქსელი

ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო აღჭურვილობის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების მაღალი ხარისხის, ყოვლისმომცველ სერვისს. Lumenis სერვისი უზრუნველყოფს თქვენს სულიერ სიმშვიდეს, ასე რომ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ პაციენტზე და არა აღჭურვილობაზე.

  • თქვენი კლინიკის ბრენდი

როგორც Lumenis-ის კლიენტს, თქვენ გექნებათ Lumenis-ის ექიმთა პორტალთან წვდომა. აქ ნახავთ ისეთ მასალებს, როგორიცაა ბროშურები და პლაკატები. ასევე გექნებათ წვდომა უამრავ კლინიკურ და პროდუქტის შესახებ ინფორმაციასთან.

  • თქვენი ყველაზე ღირებული რესურსი

თქვენი სპეციალური წარმომადგენელი არის ელ-ფოსტა, ტექსტური შეტყობინება ან სატელეფონო ზარი. ჩვენ გვინდა, რომ თავი Lumenis-ის ოჯახის ნაწილად იგრძნოთ, ასე რომ, გთხოვთ, ნებისმიერ დროს მოგვმართეთ. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდეთ.

 

 

პლატფორმა SPLENDOR X-ის BLEND X ტექნოლოგია
კონფიგურაცია
ლაზერის წყარო
ტალღის სიგრძე
მაქს ენერგია
იმპულსის ხანგრძლივობა
იმპულსის გამეორების სიხშირე
მაქს საშუალო სიმძლავრე 3 Hz-ზე
გაგრილების სისტემა
წონა, ზონა
ელექტროენერგია
კვადრატული გასროლის არის ზომა
მრგვალი გასროლის არის ზომა
გასროლის არის მაქსიმალური ზომა ნაკადის  3 Hz-ზე და 20 ჯ/სმ2

 

ჩვენებები

ალექსანდრიტისა და ნეოდიუმ იაგის გამოსხივება – თმის მოცილება, თმის სამუდამოდ შემცირება და Pseudofolliculitis Barbae-ს (PFB) მკურნალობა.

სისხლძარღვთა დაზიანებების მკურნალობა, მათ შორის ანგიომა, ჰემანგიომა, ტელანგიექტაზია, ფეხის ვენები და სხვა. კეთილთვისებიანი პიგმენტური დაზიანებების მკურნალობა.

ნეოდიუმ იაგის გამოსხივება – არააბალაციური ფოტო-გაახალგაზრდავება, კოაგულაცია, რბილი ქსოვილების ჰემოსტაზი, ნაოჭები, ნაწიბურები, მეჭეჭები, ონიქომიკოზი/ფრჩხილის სოკო, ტატუ.

*თმის სამუდამოდ შემცირებაში იგულისხმება თმის რაოდენობის ხანგრძლივი, სტაბილური შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 6, 9 და 12 თვის განმავლობაში. გამოიყენება ყველა ტიპის კანზე (Fitzpatrick I-VI), მათ შორის, გარუჯულ კანზეც.

გაფრთხილებები და რისკები:

მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ შემდეგი მდგომარეობა მკურნალობის ზონაში: კანის ნებისმიერი აქტიური ინფექცია ან კანის ანთებითი მდგომარეობა, დისპლასტიკური ნევუსები, ტატუები, აქტიური ჰერპესი, ღია ჭრილობები ან ნაკაწრები, ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებები ან ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია, კელოიდური ნაწიბურების ანამნეზი.  თმის მოცილების, სისხლძარღვთა დაზიანებების, პიგმენტური დაზიანებების ლაზერულ მკურნალობაზე ყველაზე გავრცელებული დაუყოვნებელი რეაქცია არის ერითემა, შეშუპება, პერიფოლიკულური შეშუპება და პერივასკულური შეშუპება, სისხლძარღვთა გაუფერულება, ჰიპერპიგმენტაცია და ჰიპოპიგმენტაცია ან დამუშავებული ტერიტორიების ტექსტურული ცვლილებები. უკუჩვენებებისა და რისკების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ SPLENDOR X მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

 

© Copyright 2020 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!